პროექტის სახელწოდება:
სიმეტრია და რეალური ცხოვრება
პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებმა მოახდინონ გეომეტრიულ ფიგურათა კლასიფიკაცია, მოიძიონ სიმეტრიის მაგალითები მათემატიკასა და რეალურ ცხოვრებაში, განიხილონ და გაანალიზონ ისინი
დაინახონ კავშირი მათ შორის.
პროექტის აქტუალობა:
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ ტრანსფერნის,შემოქმედებითობის, ანალიზისა და სინთეზის უნარები.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები მოიძიებენ ტერმინის წარმოშობის ისტორიას და მის მნიშვნელობას,ასევე ცნობილ მეცნიერთა გამონათქვამებს სიმეტრიის შესახებ;
მოსწავლეები იმსჯელებენ სიმეტრიის - ამ ცნების საყოფაცხოვრებო
გაგებასა და მათემატიკურ მნიშვნელობას შორის კავშირზე;
წარმოადგენენ სიმეტრიის მაგალითებს ლიტერატურაში, ხელოვნებაში, არქიტექტურასა და ბუნებაში.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლე მიიღებს ცოდნას სიმეტრიის შესახებ, შექმნის თვალსაჩინოებებს
სიმეტრიულ ფიგურებზე, ასევე ვიდეო-რგოლს "სიმეტრია ხელოვნებასა და არქიტექტურაში".
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ცნობარები, სხვადასხვა ენციკლოპედიები.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
მოსწავლეები ეცნობიან სიმეტრიის წარმოშობის ისტორიას, მის მნიშვნელობას;
ყურადღებას ამახვილებენ მათ მიერ შესწავლილ სიმეტრიის სახეებზე;
ახდენენ გეომეტრიულ ფიგურათა კლასიფიცირებას;
მსჯელობენ სიმეტრიის ცნების საყოფაცხოვრებო გაგებასა და მათემატიკურ მნიშვნელობას შორის;
ქმნიან თვალსაჩინოებასა და ვიდეო რგოლს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გგეგმასთან კავშირი:
ისტ, ლიტერატურა, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):ინგა ბიძინაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ingabidzinashvili2@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://inga-ict2.blogspot.com/
~